თურქეთში ალუჩაზე „გიჟური ფასების“ სეზონი გახსნილია. როგორც თურქული მედია წერს, ტრასებზე და ტურისტების ხალხმრავალ ადგილებში ხილის დახლზე 60 გრამიანი შეფუთვით ალუჩის ღირებულება 35 ლირაა (24 ლარი). რეალურად დახლზე 1 კგ ალუჩის შეძენა 583 ლირადაა (400,60 ლარი) შესაძლებელი.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბაზარში ალუჩის ფასი საკმაოდ დაბალია, თუმცა არც ისეთი იაფი, რომ 1 კგ ალუჩის ყიდვა ტავისუფლად შეიძლებოდეს. ბაზარში იგივე შეფუთვით (ანუ 60 გრამი) ალუჩის ფასი 20-25 ლირაა.
PS ფასები ლარში მოცემულია სებ-ის ოფიციალური გაცვლითი კუსით 1 ლირა - 0.6871 ლარი.