თურქეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდის მშენებლობა დაიწყო. ჩანაქკალეს ხიდი 1915 წლის გამარჯვების სახელობის იქნება.
“ჩანაკალე-1915”,- ეს იმავდროულად იქნება თურქეთში რიგით მეხუთე ხიდი, რომელიც აზიას ევროპასთან ამჯერად დარდანელის სრუტით დააკავშირებს.
ხიდი აზიაში ჩანაქკალეს ოლქის ლაფსეკის რაიონის სოფელ შექერქაიადან ევროპულ ნაწილში მდებარე გალიპოლის ნახევარკუნძულის სუთლუჯას შორის გაიდება და მასზე ავტომაგისტრალი გაივლის.
პროექტის მიხედვით, ჩანაქკალეს დაკიდული ხიდი 3-3 ზოლიანი იქნება, ანუ მასზე მთლიანობაში 6 ზოლიანი საავტომობილო გზა გაივლის.
ხიდის “ჩანაკალე-1915” სამშენებლო ტენდერში კომპანიებმა Daelim, Limak, SK და ჰოლდინგურმა კომპანია OGG გაიმარჯვეს.
“ჩანაკალე-1915” გახდება დარდანელის სრუტეზე გადებული პირველი ხიდი, რომელიც ამავე დროს მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდიც იქნება.
მისი მშენებლობა 10 მილიარდამდე ლირა დაჯდება და ექსპლოატაციაში 2023 წლის 29 ოქტომბერს, ე.ი. თურქეთის რესპუბლიკის შექმნის მე-100 წლისთავზე მოხდება .