აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 237 ათასი ბარელით შემცირდა და შეადგინა 528,156 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 3,055 მლნ ბარელით და შეადგინა 246,279 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 4,229 მლნ ბარელით და შეადგინა 157,303 მლნ ბარელი.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.