ევროკომისიამ 13 ავიაკომპანია, სატვირთო გადაზიდვებში კარტერული გარიგეგებისთვის, 776 მლნ ევროთი დააჯარიმა.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2010 წელს იქნა მიღებული, რომელიც 1999-2006 წლებში კარტერულ გარიგეგებს უკავშირდება. შემდგომ გადაწყვეტილება ევროპის სასამართლოს მიერ, პროცედურული დარღვევის გამო იქნა ანულირებული. ამჟამად ევროკომისიამ შეცდომა გამოასწორა და იგივე ავიაკომპანიები ისევ დააჯარიმა.
შესაბამისად ჯარიმა შეეხო შემდეგ ავიაკომპანიებს: Air Canada, Air France-KLM, British Airways, Cargolux, Cathay Pacific Airways, Japan Airlines, LAN Chile (ახალი სახელწოდება LATAM Airlines), Martinair, Qantas, SAS, Singapore Airlines, Lufthansa, Swiss International Air Lines.