ინციდენტი ახალ ზელანდიაში. ოკლენდის აეროპორტში პოლიციელებმა 10 თვის ძაღლი მოკლეს. მაძებარმა ძაღლმა გრიზიმ მოულოდნელად აიწყვიტა და საფრენ ბილიკზე გაიჭრა, რის გამოც 16-მდე ავიარეისი შეაფერხა. ცხოველის დაჭერა სამართალდამცველებმა 3 საათის განმავლობაში ვერ შეძლეს, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუხსნეს.