საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტიდან სამი თვის თავზე ალეპოში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის. გვიან საღამოს ავიადარტყმები სოფელ ალ-ჯინას მეჩეთზე განხორციელდა, რასაც ბოლო მონაცემებით, 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. სირიის მოქმედი ხელისუფლება მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ამერიკულ მახრეს ადანაშაულებს, პენტაგონი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.