ტურიზმის სფეროში შექმნილი კრიზისს ფონზე თურქეთში სასტუმროების გაყიდვა დაიწყო.
თურქული სააგენტოების ინფორმაციით, იყიდება ასევე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Angel’s Peninsula Hotel-იც, რომელიც მარმარისის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. სასტუმროს გასაყიდი ფასი 230 მლნ ევროა.
კომპლექსი 190 ლუქსის ტიპის სასტუმროს ნომერს, 20 ვილასა და სვა ცენტრებს აერთიანებს.
Angel’s Peninsula Hotel-ი ადრე ჰოლდინგ Koza — İpek-ის საკუთრება იყო, თუმცა შემდგომ მისი ნაციონალიზაცია მოხდა, რაც თურქეთის სახელმწიფოს „პარალელურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას უკავშირდებოდა (FETÖ/PDY) . მთავრობა ჯერჯერობით განმარტებას არ აკეთებს თუ სახელმწიფო ფონდის TMSF-ზე ბალანსზე მყოფ ქონებას რატომ ყიდის კერძო კომპანია და რატომ არ იქნა ის გამოტანილი სახელმწიფოს მიერ აუქციონზე.