კომპანია Google-მა მომხმარებლებს ფოსტა Gmail-ის ახალი სერვისი წარუდგინა, რომლითაც ფულადი გადარიცხვის გაკეთებაა შესაძლებელი.
ამიერიდან Gmail-ის მომხმარებლებს პირდაპირ ფოსტიდან შეუძლიათ გზავნილის გაკეთება. ჯერჯერობით აღნიშნული სერვისით სარგებლობა აშშ-სა და ბრიტანეთშია შესაძლებელი.
Google-ს გააჩნია სპეციალური სერვისი Google Wallet, რომელიც 2013 წლიდან ინტეგრირებულია Gmail-თანაა ინტეგრირებული. აქედან გამომდინარე კომპანიამ მოახერხა, რომ ფულადი გზავნილის გაკეთება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
საგულისხმოა, რომ Gmail-ით ფულადი გზავნილის გაკეთება ჯერ Android-ის საშუალებითაა შესაძლებელი და მალე მალე სხვა სისტემებიც შეუერთდება.
როგორც უცხოური პრესა წერს, ფულადი გზავნილის გაკეთების საშუალებას Google მათაც აძლევს, ვისაც Gmail-ის პირადი ანგარიში არ გააჩნია.
ეს შესაძლებლობა კი Google-მა PayPal-თან, Venmo-თან და Square Cash-თან კონკურენციის გამო დაუშვა. საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ დღეს ფულადი გზავნილების გაკეთება Snapchat-ით, Facebook Messenger-ითა და სხვა მესინჯერების საშუალებითაცაა შესაძლებელი.