კიმ ჩონ ნამის ოჯახმა მალაიზიის ხელისუფლებამ გარდაცვლილის ცხედრის განკარგვის უფლება მისცა. ამის შესახებ მალაიზიის პოლიციის უფროსის მოადგილემ ნურ რაშიდ იბრაჰიმმა განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ცხედრის წაღებაზე უარი თქვეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალაიზიამ კიმ ჩონ ნამის ცხედარი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას გადასცეს, რის ნაცვლადაც ფხენიანის მიერ დაკავებული 9 მალაიზიელის გათავისუფლებას ითხოვს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმაზე თავდასხმა კუალა-ლუმპურის აეროპორტში 13 თებერვალს განხორციელდა. ის ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლეს.