რუსეთის ნდობა არ შეიძლება, - ამის შესახებ გაეროში ამერიკის ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა. „რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები სერიოზულად უნდა აღვიქვათ. ჩვენ არასდროს უნდა ვენდოთ რუსეთს, “-აღნიშნა დიპლომატმა.
ჰეილი გაეროში შეერთებული შტატების ელჩად ტრამპის ადმინისტრაციამ დანიშნა. მან რუსეთის მიმართ ხისტი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა.