გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ქალაქ ჟენევაში მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) გენერალურ მდივანს პეტერი ტაალასს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობა განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. აღნიშნული ორგანიზაცია გარემოს ეროვნულ სააგენტოს სხვადასხვა სახის ტექნიკურ და ექსპერტულ დახმარებას გაუწევს.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციია სპეციალიზირებულ სამთავრობათშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1950 წელს დაფუძნდა და 191 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. ორგანიზაცია ამინდის, კლიმატის, ჰიდროლოგიის და შესაბამისი გეოფიზიკური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს