ირლანდიური ლოუ-კოსტერი Ryanair-ი უკრაინაში საკუთარი ბაზის გახსნის საკითხს განიხილავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ობრაიანმა 15 მარტს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„უკრაინაში ბაზის შექმნის საკითხი საინტერესოდ განსახილველი თემაა“, განაცხადა Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა.
იმავდროულად ავიაკომანიის ტოპ მენეჯერმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრთან უკრაინის უმსხვილეს ავიაკომპანია FlyUIA-თან თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
შეგახსენებთ, რომ Ryanair-ი უკრაინიდან ფრენებს 2017 წლის ოქტომბრიდან დაიწყებს და რეისებს კიევიდან 4 მიმართულებით, ხოლო ლვოვიდან 7 მიმართულებით განახორციელებს.