ირნალდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი 2017 წლის ოქტომბრიდან კიევიდან 4 მიმართულებაზე დაიწყებს ოპერირებას. უკვე ცნობილია, რომ Ryanair-ი კიევიდან ლონდონის, მანჩესტერის, ეინდჰოვენისა და სტოკჰოლმის მიმართულებით იფრენს.
აღნიშნულ მიმართულებებზე ოქტომბერსა და ნოემბერის რეისებზე ბილეთის ღირებულება 19,99 ევროდან იქნება.
უკვე გაწერილი გრაფიკის მიხედვით, Ryanair-ი კიევი-ეინდჰოვენის რეისს კვირაში 3-ჯერ, ხოლო კიევი-ლონდონის რეისს კვირაში 5-ჯერ შეასრულებს.
ავიაკომპანია კიევიდან მანჩესტერი მიმართულებით კვირაში 3 რეისს განახორციელებს, ხოლო სტოკჰოლმის მიმართულებით კი კვირაში 4 რეისს.
ცნობილია ისიც, რომ Ryanair-ი რეისების განხორციელებას ლვოვიდანაც აპირებს.