2017 წლის ივნისიდან რუსული ავიაკომპანია „ნორდავია“, საქნტ-პეტერბურგიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში პირდაპირი რეისების განხორციელებას გეგმავს.
„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს, ხოლო ბათუმში ყოველ შაბათს შესრულდება.
ავიაკომპანია ფრენებს ბოინგ 737-500 ტიპის ავიახომალდით განხორციელებს.