აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა სტამბოლში გამართულ UNICERA 2017-ზე წარსდგა. 8-12 მარტს თურქეთის ქალაქ სტამბოლში კერამიკის აქსესუარების 28-ე საერთაშორისო გამოფენა “UNICERA 2017” გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო შემდეგი სახის პროდუქცია: კერამიკა და მისი დამუშავების ტექნოლოგიები, გრანიტი, მარმარილოს ბუნებრივი ქვა, მოზაიკა, მეთლახი, აბაზანის ავეჯი და აქსესუარები და ა.შ
UNICERA 2017-ის ფარგლებში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა, უცხოელ ბიზნესმენებთან საქმიანი კონტაქტების დამყარების მიზნით, ორმხრივი შეხვედრები გამართეს.