დემოკრატია თურქეთში სერიოზულ დემონტაჟს განიცდის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა და ევროპარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მარტინ შულცმა განაცხადა. „ისინი ცდილობენ თავს თავიანთი პოლიტიკა და ღირებულებები მოგვახვიონ, რომელიც ჩვენი პროგრესული ღირებულებებისგან ძალიან შორს დგას. ისინი ღია საზოგადოებას უცხადებენ ბრძოლას და თავს იზოლაციაში იქცევენ,“-აღნიშნა შულცმა.