დადასტურდა, Ryanair უკრაინის ბაზარზე შედის.
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 15 მარტს ჩანიშნული პრესკონფერენციის მთავარი თემა Ryanair-ი იქნება
„დიახ ეს Ryanair-ია. მობრძანდით პრესკონფერენციაზე“, დაანონსა მინისტრმა ვლადიმირ ომელიანმა. უკვე ცნობილია, რომ პრესკონფერენციას Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ობრაიანიც დაესწრება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს ცნობილი გახდა ასევე, რომ გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Condor Airlines-ი კიევიდან აშშ-ს მიმართულებით დაიწყებს რეისების შესრულებას.ასევე Wizz Air -ი უკრაინიდან ერთდროულად 4 ახალ მიმართულებაზე დაიწყებს ოპერირებას.