38 ადამიანი დაიღუპა ჰაიტიზე მომხდარი ავარიის შედეგად, 13 კი მძიმედ დაშავდა. ტრაგიკული შემთხვევა პორტ ო პრენსიდან 150 კილომეტრში, ქალაქ ჰონიავში მოხდა. ავტობუსი ჯერ ორ ფეხით მოსუარულეს დაეჯახა, შემდეგ კი ქუჩის მუსიკოსებსა და მათ გარშემო შეკრებილ ხალხის მასაში შევარდა. მძღოლი ადგილიდან მიიმალა. მას პოლიცია ეძებს.