დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შესაძლოა ივლისში გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერმა განაცხადა. დიმიტრი პესკოვის თქმით, შეხვედრა შესაძლოა ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შედგეს. დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პურტინის შეხვედრის მზადების შესახებ განცხადება მანამდე რუსეთის საგარეო სამქეთა სამინისტრომაც გაავრცელა, თუმცა უწყებას კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.