მილიარდერი და კომპანია „ტესლას“ დირექტორი ელონ მასკი ავსტრალიას ენერგო პრობლემების მოგვარებას სთავაზობს.
ავსტრალიაში ხშირია ქარიშხლები და ამის გამო მწყობრიდან გამოსული სისტემა. მასკი კი საკუთარი კომპანიის პროდუქტით ამ პრობლემის აღმოფხვრის პირობა დადო. შეთავაზება მან „ტვიტერის“ გვერდზე განათავსა. მალევე მას ავსტრალიური ტექნიკური კომპანიის დამფუძნებელი გამოეხმაურა და საკითხის სერიოზულობა ჰკითხა, რაზეც მასკმა დაპოსტა, რომ თუ მისი კომპანია სამუშაოს 100 დღეში არ დაასრულებს, მაშინ იგი ამ ყველაფერს უფასოდ გააკეთებს.