რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქი კატების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიება სანკტ-პეტერბურგის მთავარ საგამოფენო ცენტრში იმართება და მასზე სხვადასხვა სახეობის ათასობით ცხოველია წარმოდგენილი. მათგან ყველაზე ძვირადღირებული კატა 24 ათას დოლარადაა შეფასებული. კატების რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. შინაური ცხოველები ქვეყნის მოსახლეობის მესამედს ჰყავს.