ოკსანა სევასტიდი საპატიმროს ხვალ დატოვებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს. სოჭის მკვიდრს 7 წლიანი პატიმრობა 2008 წელს ქართველი მეგობრისთვის ესემეს შეტყობინების გამოგზავნის გამო ჰქონდა მისჯილი. სამშობლოს ღალატში დადანაშაულებული სევასტიდი რუსეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას შეიწყალა.