ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცედურა სავარაუდოდ 14 მარტიდან დაიწყება. ამის შესახებ გამოცემა „დეილი ტელეგრაფი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ბრექსიტის მხარდამჭერ დოკუმენტს პარლამენტის ორივე პალატა მხარს 13 მარტს დაუჭერს, რის შემდეგაც პრემიერი მეი პროცედურის დაწყების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.