დიუსელდორფელი თავდამსხმელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექსპერტიზის დასკვნით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. თავდასხმა დიუსელდორფის რკინიგზის ვაგზალზე გუშინ განხორციელდა. ნაჯახით შეიარაღებულმა მამაკაცმა 10 ადამიანი დაჭრა. თავდამსხმელი 36 წლის კოსოვოელია, რომელიც პარანოიდული შიზოფრენიითაა დაავადებული.