მადაგასკარში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ტროპიკულმა ციკლონმა ენავომ, ბოლო მონაცემებით, 38 ადამიანი იმსხვერპლა, 180-ზე მეტი კი დაშავდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 5 ადამიანის დაღუპვის შესახებ. სტიქიური უბედურების ზონიდან 116 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 50 ათასზე მეტი დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი.