10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5111 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4767 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.44 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.6650 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6149 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.01 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6688 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.0540 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 მარტიდან შევა ძალაში.