,,კანონპროექტი, რომელიც ახლა არის წარმოდგენილი ეროვნული ბანკისთვის ზედამხედველობის ფუნქიის დაბრუნების, ზუსტად აჩვენებს ყველა პრობლემას, რომელიც აქვს სახელმწიფოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ,სიძლიერეა, რომ შეცდომა აღიარო და მერე თქვა, თუ როგორ წავალთ წინ
,,კანონპროექტი, რომელიც ახლა არის წარმოდგენილი ეროვნული ბანკისთვის ზედამხედველობის ფუნქიის დაბრუნების, ზუსტად აჩვენებს ყველა პრობლემას, რომელიც აქვს სახელმწიფოს. ეს კანონპროექტი აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამო, ბოლო წლების განმავლობაში, როგორც მთავრობა, ისევე უმრავლესობის დეპუტატები მზად არიან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ. მაშინ ივანიშვილს არ მოეწონა ქადაგიძე და მოუნდა, რომ ვალუტის გაუფასურება ვიღაცისთვის გადაებრალებინა და შემდეგ,,ქართული ოცნების’’ ყველა დეპუტატმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გაემართლებინათ უგუნური გადაწყვეეტილება. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ამ ცვლილების შემდეგ ინვესტიციები გაიზარდა, სინამდვილეში კი პირიქით მოხდა. როდესაც ეს ცვლილება მიიღეს, ქვეყანაში ინვესტიციები შემცირდადა ამ უგუნური ნაბიჯის გამო, 2014 – 2015 წლიდან ინვესტიციები 200 მილიონით შემცირდა. მოგიწოდებთ, ერთ მესიჯზე შეთანხმდეთ, როგორც რუთავი 2-თან დაკავშირებით შეთანხმდით, რომ ის არის საქართველოს წინააღმდეგ. არ შეიძლება რომ ამ საკითხთან მიმართებითაც ერთ მესიჯზე შეთანხმდეთ?!’’- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტი დღეს განიხილავს.