საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება. საპატრიარქოში იმყოფება ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავაც. მისი განცხადებით, სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული მამა გიორგი მამალაძის საქმეა.
მისი თქმით, ის ითხოვს საეკლესიო სამართალს და თუ სინოდის წევრებიდან ვინმეს სურს სამართლის აღსრულება მის მიმართ დაიწყოს, მეუფე პეტრეს განცხადებით, ის ამისთვის მზად არის.
,,გავრცელებულმა კადრებმა დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი, თუ რა არასახარბიელო გარემოცვაა სასულიეროს პირების, პატრიარქის და საპატრიარქოს წიაღში“, - აღნიშნა მეუფემ.
მისივე თქმით, ამ ყველაფერმა ნათლად დაანახა, რომ ნამდვილად საჭიროა ”რაღაც მსგავსი რუის-ურბნისის”.
ამასთან, მეუფე პეტრე დარწმუნებულია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არავის მოწამვლას აპირებდა.