ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ხსნაა მთელი რეგიონისათვის, აღნიშნულის შესახებ განცხადებას თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი ახმედ არსლანი აკეთებს.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ პროექტი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
„ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი დასრულების სტადიაზეა და ის ხსნა იქნება არამხოლოდ ყარსისთვის არამედ მთელი რეგიონისათვის. არ შეიძლება მხოლოდ ამ პროექტით ვიყოთ თვითკმაყოფილნი. ჩვენ დავაკავშირებთ ირდირს ნახიჭევანთან, ირანს პაკისტანთან“, აცხადებს მინისტრი.
მისივე განმარტებით, 3 დღის უკან როდესაც ის და ქვეყნის პრეზიდენტი პაკისტანში ვიზიტისას 10 ქვეყნის წარმომადგენელს შეხვდნენ ერთ-ერთი მთავარი თემა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სამომავლო გეგმები და პერსპექტივები იყო.