ყაზახური ავიაკომპანია „Air Astana“ მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის მიმდინარეობისას, ზრდის რეგულარული ფრენების სიხშირეს თბილისის მიმართულებით. ალმაატა-თბილისი-ალმაატას საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია დაამატებს 2 სიხშირეს და 1 ივნისიდან ფრენებს კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს, ხოლო ასტანა-თბილისი-ასტანას საჰაერო ხაზზე დაემატება 1 სიხშირე და ფრენები კვირაში 4 სიხშირით განხორციელდება. ავიარეისები Embraer 190, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით რეგულარული ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა.
ავიაკომპანია „Air Astana“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს.