როგორც ინსაიდერები აცხადებენ მიმდინარე წელს Apple ბაზარზე სამი სახეობის iPhone-ს წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს გამოვა iPhone 7 და iPhone 7 Plus-ი, თუმცა მესამე მოდელის iPhone რადიკალურად განსხვავებული ტექნოლოგიისა და ფასის იქნება. მესამე მოდელი შესაძლოა iPhone 8 იყოს, რომელიც iPhone-ს 10 წლის იუბილეს მიეძღვნება.
თუმცა არიან ანალიტიკოსებიც, რომლებიც თავიანთ წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ iPhone 8-ს წარმოება სექტემბრისთვის დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონი გაყიდვაში რამდენიმე თვის შემდეგ ჩაეშვება და შესაბამისად შესაძლოა ის ბაზარზე 2017 წელს ვეღარ მოხვდეს.