6 მარტიდან ვითიბი ბანკი იწყებს აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ისარგებლოთ 45 000 ლარამდე ოდენობის სესხით, უზრუნველყოფის გარეშე. სესხის მაქსიმალური ვადაა 5 წელი.
აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხის აღება შესაძლებელია უძრავი ქონების შესაძენად ან გასარემონტებლად, ავტომობილის შესაძენად, არსებული დავალიანების დასაფარად ან უბრალოდ პირადი მიზნებისთვის.
აქცია გაგრძელდება 6 აპრილის ჩათვლით. სესხის აღება შესაძლებელია ლარში. წლიური საპროცენტო განაკვეთი 9%- დან. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 17,2%-დან.
სესხის ასაღებად მინიმალური შემოსავალი უნდა შეადგენდეს 300 ლარს თვეში.