McDonald’s Corporation, რომელიც მსოფლიოში სწრაფი კვების ობიექტერბის უმსხვილეს ქსელს აერთიანებს, ახალ სერვისს ნერგავს, რაც საკვების ბინაზე მიტანას გულისხმობს.
ლოჯისტიკური მომსახურების მოწესრიგების შემდგომ კომპანია მარჟის ზრდას 20%-დან 40%-მდე, ხოლო გაყიდვების ზრდას 3%-დან 5%-მდე ვარაუდობს.
„რესტორნებიდან საკვების მიტანის სერვისი 100 მლრდ დოლარიანი ბაზარია და ის ყოველდღიურად იზრდება. ეს შესაძლებლობა კი ჯერ ჩვენ არ გამოგვიყენებია“, აცხადებს Mcdonald’s-ის ვიცე-პრეზიდენტი ლიუსი ბრეიდი.