სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარულ სასტუმროდ დუბაიში მდებარე სასტუმრო Burj Al Arab დაასახელეს.
როგორც ირკვევა Facebook-ში სასტუმროს ოფიციალურ გვერდს 544,7 ათასი გამომწერი ყავს. ასევე Instagram-ზე Burj Al Arab-ის ოფიციალური გვერდი 504 ათას ადამიანს აქვს მოწონებული.
სასტუმრო Burj Al Arab ხელოვნურ კუნძულზეა აშენებული. სასტუმროს სიმაღლე 321 მეტრია და ის 60 სართულს აერთიანებს.
Burj Al Arab-ი ოფიციალურად 1999 წლის დეკემბერში გაიხსნა და ის დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროა. სასტუმროში ღამის გატარება 1000 დოლარიდან 28 ათას დოლარამდე ღირს.