აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 93,1%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 72,5%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2017 წლის იანვარ-თებერვლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 24 მლნ 873 ათას 600
ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 48 მლნ 20 ათას 500 ლარი, ანუ 193,1%-ი შეადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, ორი თვის მონაცემებით, 179,2%-ით შესრულდა, სხვა შემოსავლების მუხლი 255,8%-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 628,5%-ით.
რაც შეეხება ორი თვის ნაერთი ბიუჯეტის გეგმას, ის 30 მლნ 694 ათას 400ლარი იყო, თუმცა გეგმა 72,5%-ით გადაჭარბდა და შესრულებამ 52 მლნ 955 ათას 400 ლარი შეადგინა.
საბიუჯეტო მონაცემები ცხადყოფს, რომ აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 64,7%-იანი გადაჭარბებით, სხვა შემოსავლების მუხლი 85,7%-იანი გადაჭარბებით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 151,2%-იანი გადაჭარვებით შესრულდა.
რაც შეეხება თვითმართველ და მუციპალურ ბიუჯეტებს მათი შესრულების მონაცემები ასე გამოიყურება: ბათუმი - 111,4%-ი, ქობულეთი - 21,9%-ი, ხელვაჩაური - 64,4%-ი, ქედა - 62,6%-ი, შუახევი - 86%-ი და ხულო - 179,9%-ი.