ერაყის არმიამ მოსულზე კიდევ ერთი შტურმი მიიტანა. გენერალ იაჰია რასულის თქმით, სახელისუფლო ძალები ქალაქის ისტორიულ ცენტრს უახლოვდებიან. საჰაერო მხარდაჭერას მათ კოალიციის ავიაცია უწევს. მოსულის აღმოსავლეთ ნაწილი სახელისუფლო ძალებმა გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. დასავლეთ ნაწილს კი ამ დრომდე ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები აკონტროლებენ.