ჩრდილოეთ ირლანდიაში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში იუნონისტთა დემოკრატიული პარტია ლიდერობს, რომელიც ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეა. იუნონისტები 90 ადგილიან პარლამენტში სავარაუდოდ 28 მანდატს მიიღებენ. ერთით ნაკლებ მანდატს მოიპოვებს პოლიტიკურიპარტია შინ ფეინი, რომელიც გაერთიანებული სამეფოდან გასვლის მომხრეა. ვადამდელი არჩევნები ჩრდილოეთ ირლანდიაში მას შემდეგ ჩატარდა, რაც მმართველი კოალიცია დაიშალა.