ავიაკომპანია ვიზეარი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, შენგენის წევრ ქვეყვნების მიერ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას სპეციალური 20%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს, საქართველოდან და საქართველოში ოპერირებად ყველა ავიამიმართულებაზე. ფასდაკლება ძალაშია 5 მარტის შუაღამამდე.
მგზავრებს, რომლებიც გეგმავენ თავიანთ შვებულებას ან შაბათ-კვირას საზღვარგარეთ, შეუძლიათ შეიძინონ ავიაბილეთები ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 9.99** ევროდან, 11-დან ნებისმიერ ავიამიმართულებაზე, რომელსაც ავიაკომპანია ვიზეარი ასრულებს საქართველოში.
ავიაკომპანია ვიზეარი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ უვიზო მიმოსვლის დანერგვა წინ გადადგმული კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის. თავის მხრივ ავიაკომპანია ერთგული რჩება საქართველოს მიმართ და გამუდმებით ცდილობს მოგზაურობა თავის მგზავრებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ვიზეარის შაბათ-კვირის 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ავიაკომპანიის 11 მიმართულებაზე ევროპის 8 ქვეყანაში, მათ შორის ბუდაპეშტზე, ვარშავაზე, მილანზე, ვილნიუსზე, სალონიკსა და ბერლინზე.
ვიზეარის პირველი ავიარესი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდა 2012 წლის სექტემბერში და 4 წლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად, 2016 წლის 23 სექტემბერს ქუთაისი გახდა ავიაკომპანიის 25-ე ბაზა, ერთი ბაზირებული ეარბას A320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით. რითაც ავიაკომპანიამ თავისი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულებების ქსელი 8 ქვეყნის 11 ავიამიმართულებით გაზარდა. ბაზის დაარსება კომპანიის მხრიდან წარმოადგენს 98*** მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას და 36 დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას.
ამასთან, 2016 წელს ავიაკომპანია საქართველოში მოემსახურა 168,000 მგზავრს და დააფიქსირა ყოველწლიური 35%-იანი ზრდა, რითაც ხელი შეუწყო ადგილობრივი საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებასა და ადგილობრივ ბაზარზე დამატებით 126 სამუშაო ადგილის* შექმნას.
სორინა რაცი, ვიზეარის კომუნიკაციების მენეჯერი: “ვიზეარი საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას შენგენის ქვეყნებთან ზეიმობს 20%იანი ფასდაკლებით საქართველოში ოპერირებად ყველა ავიარეისებზე. ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის აღსანიშნავად, ჩვენ მოხარულნი ვართ ჩვენს ქართველ მგზავრებს შევთავაზოთ შესაძლებლობა, ისარგებლონ 20% შეღავათით ევროპის 11 ავიამიმართულებაზე, რომელიც სრულდება ქუთაისის აეროპორტში. ფასდაკლება ძალაშია 5 მარტის შუაღამემდე და ჩვენ მოვუწოდებთ დაბალბიუჯეტური ფრენების მოყვარულ მგზავრებს იჩქარონ ბილეთების შეძენა.“
ვიზეარის შესახებ
ავიაკომპანია ვიზეარი არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 77 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 500 მიმართულებით 28 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშიერბს 40 ქვეყანის 137 ქალქს. ვიზეარის გუნდი, რომელიც დაახლოებით 3,000 ავიაციის პროფესიონალისაგან შედგება, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად, რის გამოც ვიზეარი 2016 წლის 30 ნოემბრის ფინანსური წლის მონაცემებით 23 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია. ავიაკომპანია ვიზეარი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ვიზეარი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. ავიაკომპანია ახლახანს დასახელდა 2016 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად წამყვანი საავიაციო ჟურნალის Air Transport World-ის რედაქტორების, და ასევე ავიაციის ცენტრის (CAPA)-ს მიერ.
*ფასდაკლება მოიცავს ავიაბილეთის ტარიფს, მოსაკრებელს და ყველა სავალდებულო გადასახადს, ასევე მცირე ზომის ხელბარგს. ფასდაკლება ძალაშია მხოლოდ ახალ ჯავშნებზე.
**ფასი ფასდაკლებამდე, ერთი გზის ავიაბილეთის ფასი, რომელიც მოიცავს ყველა მოსაკრებელს და სავალდებულო გადასახადს.
***http://www.airbus.com/presscentre/pressreleases/press-release-detail/detail/new-airbus-aircraft-list-prices-for-2016/
**** ACI-ს თანახმად ყოველ 1 მილიონ გადაყვანილ მგზავრზე იქმნება 750 ადგილობრივი სამუშაო ადგილი.