თურქეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ დაკავებული გერმანელი ჟურნალისტი ბერლინის აგენტია. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა. მისივე თქმით, დენიზ იუჯელი ქურთისტანის შრომის პარტიასთანაც აქტიურად თანამშრომლობდა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ველტის ჟურნალისტი თურქეთის პოლიციამ გასულ კვირას დააკავა. მას ბრალი ტერორისტებთან კავშირსა და ტერორიზმის პროპაგანდაში წაუყენეს.