3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ა.რ. ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოჯახს ესტუმრა.
მთავრობის თავმჯდომარემ შინდისის გმირის ავთანდილ ქამაშიძის დედას - ნანული ქამაშიძეს, დედის დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მცხოვრებ ოჯახს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე და ქაობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე.
ავთანდილ ქამაშიძე, 20 წლის ასაკში, სოფელ შინდისთან საომარი მოქმედებების დროს საავიაციო ჭურვმა იმსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ პროგრამას ახორციელებს.
დედის დღესთან და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოში და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპული სამხედრო მეომრების დედებსა და მეუღლეებს 1000-1000 ლარი გადაეცემათ. მატერიალურ დახმარებას სულ 23 ქალბატონი ღებულობს.
ამავე პროგრამის ფარგლებში, აჭარის მთავრობა აგვისტოს თვეში ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გაუწევს 20 მეომრის ოჯახს - თითოეულს 3000 ლარის ოდენობით. პროგრამის ბიუჯეტი 83 000 ლარს შეადგენს.
"მინდა მივულოცო ყველა დედას დღევანდელი დღესასწაული - დედის დღე! ვუსურვებ ყველა მათგანს ჯანმრთელობას, სიკეთეს, წარმატებებს. დღეს ჩვენ დედის დღე მივულოცეთ ქალბატონ ნანულ ქამაშიძეს, რომელმაც გაზარდა ნამდვილი გმირი, შვილი, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.