საქართველო და ბელარუსი ადასტურებენ, რომ დაინტერესებულნი არიან ორმხრივი ურთიერთობების გაღმავებით და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით.
აღნიშნული საკითხები განიხილა დღეს ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსის პრემიერმინისტრ ანდრეი კობიაკოვთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებზე.
შეხვედრისას ეკონომიკური თანამშრომლობის კომპლექსური გეგმა და ის დადებითი ტენდენციები განიხილეს, რომელიცორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ბიზნესის მიმართულებებით გამოიკვეთა. აღინიშნა, რომ ბელარუსისაქართველოსათვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალ,სამართლიან და მდგრად განვითარებაზე. საქართველოს მიზანია, ინტეგრაცია მოახდინოს მსოფლიო ეკონომიკურსივრცეში.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც ევროპასა და აზიას შორისსატრანზიტო და ლოგისტიკურ რეგიონულ ცენტრზე.
საქართველო მზადაა საერთაშორისო ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტებისგანხროციელების მიზნით, ბელარუსის რესპუბლიკას საკუთარი სატრანზიტო-ლოგისტიკური შესაძლებლობებიშესთავაზოს.
თავის მხრივ, ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობით და იმ შესაძლებლობებით,რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებხელშეკრულებითა (DCFTA) და სხვა რეგიონებთან აქტიური თანამშრომლობით ქმნის პარტნიორებისათვის.
საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასაც, რომელიცძალაში მიმდინარე წლის ზაფხულში შევა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ღიაა ბელარუსულ კომპანიებთან თანამშრომლობისათვის დათავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით მზადაა ხელი შეუწყოს მათ საქმიანობას საქართველოში.
მხარეებმა დადებითათ შეაფასეს ტურიზმის მიმართულებით ბოლო ორი წლის მანძილზე გაუმჯობესებულიმაჩვენებლები.
ანდრეი კობიაკოვის განცხადებით, ორმხრივი შეთანხმებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინვესტიციების ზრდასა დასავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას.
ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა საქართველოს სახელმწიფო მეთაურს დელეგაციასთან ერთად სამუშაოსადილზეც უმასპინძლა.