აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ახალ ბულვარში მიმდინარე ნაპირგამაგრების სამუშაოებს გაეცნენ.
სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები აზიის განვითარების დაფინანსებით ხორციელდება.
საერთო თანხა დაახლოებით 38 მლნ ლარია. ამ ეტაპზე სამუშაო პროცესში 50-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი მიმდინარე წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება.
სამუშაოებს კომპანია "STRUIJK" ახორციელებს. პროექტის მიზანია აეროპორტისა და სოფელ ადლიას მონაკვეთზე ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისგან დაცვა და მისი აღდგენა/გაფართოება. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობა მოეწყობა და სანაპიროს აღდგენა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით განხორციელდება. ტერიტორიაზე 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი მოეწყობა, რომლის სიგრძე 20 მეტრი, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი იქნება.
„როგორც ხედავთ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. სანაპიროს დაცვა არის პრიორიტეტებიდან ერთერთი სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომელიც რეგიონის მომავალ განვითარებაზე ახდენს გავლენას. ძალიან მნიშვნელოვანია ნაპირდაცვის პროექტი, რომლესაც არაერთხელ ვაანონსებდით. დღეს ბათუმში სხვადასხვა კომპანიების უწყების წარმოამდგენელია ჩამოსული. დღეს დაიწყო ეს მშენებლობა. პირველ ეტაპზე 2 კმ ზოლზე მოეწყობა და გაკეთდება შესაბამისი ნაგებობები. 12 საფეხმავლო 20 მეტრიანი ხიდი აშენდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია არ დაზიანდება პლაჟი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რეგიონის ცნობიერების ამაღლებისათვის. იმისათვის, რომ აჭარაში რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიდეს. ამისათვის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ გვჭირდება კეთილმოწყობილი პლაჟი. რაც მთავარია ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორია იქნება უსაფრთხო“- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
დაგეგმილია ჭოროხის აუზის შესწავლა/მონიტორინგი. პროექტის ფარგლებში ასევე იქ არსებული ნაშალი მასალის გამოკვლევის სამუშაოები ჩატარდება. პროექტით ქვიშა-ხრეშის რეცირკულაცია მოხდება,რაც ჩრდილოეთ სანაპიროდან სამხრეთში ქვიშა-ხრეშის გადატანას გულისხმობს. აღნიშნული სამუშაოები სამხრეთ ზოლში პლაჟის მოწყობას შეუწყობს ხელს.