45 წლიანი პაუზის შემდეგ ადამიანი კიდევ ერთხელ დაადგამს ფეხს მთვარეზე, ოღონდ, ამჯერად როგორც ტურისტი.
ამერიკული SpaceX-ის წარმომადგენელმა ელონ მუსკმა განაცხადა, რომ მათი კომპანიის მიერ წარმოებული თანამგზავრით, მომავალ წელს 2 ადამიანი ტურისტული საგზურითმთვარეზე გაფრინდება.
თუმცა მას ტურისტების ვინაობა არ დაუსახელებია და მხოლოდ იმის თქმით დაკმაყოფილდა, რომ შეთანხმების საფუძველზე ტურისტებისგან, რომლების მომზადება უახლოეს ხანებში დაიწყება, უკვე წინასწარ აუღიათ განსაზღვრული თანხა, ხოლო მთლიან თანხას ფრენის დასრულების შემდეგ აიღებენ.
მუსკს არაფერი არ უთქვია მთვარეზე მოგზაურობის მთლიანი საფასურის შესახებ.