სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე მშენებლობის დარგის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა ბიზნესმენებთან ტრადიციული შეხვედრების ციკლის ფარგლებში. როგორც ლევან რაზმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა ის შენიშვნები წარმოადგინეს, რომლებიც სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებით ქონდათ.
„ჩვენ დღეიდან კვლავ ვაგრძელებთ შეხვედრების ფორმატს, რომელიც გასულ წელს დავამკვიდრეთ. ამ შეხვედრების ფორმატში ვიმსჯელებთ რა შენიშვნები ექნებათ და რა პრობლემები აწუხებთ სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს, ჩვენი მთავარი მიზანი ამ პრობლემებზე დროული რეაგირებაა“, - აღნიშნა ლევან რაზმაძემ.
ასეთი შეხვედრებისმიზანია, სახელმწიფოშესყიდვებისსააგენტოსთავმჯდომარესბიზნეს საზოგადოებისწარმომადგენლებმაუშუალოდმიაწოდონინფორმაციაკონკრეტულტენდერებზე, სახელმწიფოშესყიდვებთანდაკავშირებული, მათიაზრითპრობლემურისაკითხებისადაშესყიდვებისსფეროშიარსებულიშესაძლოხარვეზებისშესახებ, ასევე წარმოადგინონსაკუთარიხედვები, მოსაზრებებიდაპრობლემისგადაჭრის წინადადებები. სააგენტო ყველა ამ წინადადებას და მოსაზრებას აანალიზებს და მათზე ადეკვატურ რეაგირებას ახდენს.
დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
მიმდინარე წლის, რიგით მეორე შეხვედრა 15 მარტსჩატარდება დამოწვეულებიიქნებიან ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები.