1 მარტს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ (1-ლი სართული, ballroom 3) ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი. ბრიფინგზე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შედეგები შეჯამდება.