საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად (IHK) მომსახურების სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარების სერიას იწყებს. ტრენინგები და ვორქშოფები სხვა და სხვა ბიზნეს-სექტორში დასაქმებული მენეჯერებისთვის და სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი. სემინარების სერიის პირველი ღონისძიება ქალაქ ზუგდიდში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაარსებული DCFTA-საინფორმაციო ცენტრის ოფისში გაიმართება.
პალატების მიერ დაგეგმილი საერთო პროგრამა საბოლოო ჯამში ტურიზმისა და მომსახურების სექტორის წარმომადგენლებს გადაამზადებს, ასევე, გამოცდილებას გაუზიარებს ინდუსტრიისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებში სფეროში დასაქმებულ პირებს.
პირველი ღონისძიება, რომელიც 2017 წლის 2 მარტს გაიმართება, ფოკუსირებულია ტურიზმისა და მომსახურების სექტორის მენეჯერთა გადამზადებაზე. სემინარს გაუძღვება ორი ექსპერტი გერმანიიდან - კემპტონის უნივერსიტეტის პროფესორი- არმინ ბრიში და DSFT-ს ტრენერი ტურიზმის დარგში - კრისტინ გარბი. ისინი სემინარის მონაწილეებს საერთაშორისო მომსახურების სექტორის შესახებ საკუთარ ხედვებს გააცნობენ და გამოცდილებას გაუზიარებენ. ასევე, დაეხმარებიან სერვისების დახვეწის კუთხით ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაში. პირველი სემინარი გაიმართება 2017 წლის 2 მარტს, 10:30, ქალაქ ზუგდიდში - პალატის მიერ დაარსებულ DCFTA-საინფორმაციო ცენტრში.