ამერიკული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Agile Precis Ventures, Inc. (APV) საქართველოში ფილიალს ხსნის. ამ მიზნით APV-ს დამფუძნებელი საქართველოს 4-26 მარტს ეწვევა.
კომპანიის ცნობით, ის საქართველოში უნიკალური პროგრამით შემოდის, რომელიც დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს ბაზრის მოთხოვნებისა და რისკების შეფასებაში.
კომპანია უზრუნველყოფს ფართო სერვისების სპექტრს, რომლებიც ეხმარება მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს წარმატებულ ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, რისკების ანალიზსა და მათი გადაჭრის გზების შეთავაზებაში. კომპანია ძირითადად თანამშრომლობს უსაფრთხოების, საინჟინრო, ჯანდაცვის, ბიოტექნიკის, პროდუქტებისა და სერვისების სფეროს წამომადგენლებთან.
APV-ს აღმასრულებელი დირექტორი შონ ჰამილტონი თბილისში უკვე იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
Agile Precis Ventures-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესების წარმატებისა და მდგრადობის გაუმჯობესება. ამისათვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, ბიზნეს მოდელირებას, გრძელვადიან სწავლებებსა და საქმიანობის მონიტორინგს. აღნიშნული პრაქტიკები დაეხმარბა როგორც საჯარო, ისე კერძო ინსტიტუტებს წინსვლასა და განვითარებაში.
“რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო რამაც გადაგვაწყვეტინა საქართველოში მოღვაწეობა. საქართველო არის განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანა, რომელსაც ვაჭრობასა და კომერციაში აქვს დიდი ისტორია. აღნიშნული ფაქტორი საქართველოს აძლევს გამოკვეთილ უპირატესობას რეგიონში.
ქვეყანას აქვს იდეალური მდებარეობა ეკონომიკის წარმატებული განვითარებისთვის და არის ძალიან პროდასავლური. ბოლო პერიოდში გატარებული სტრუქტურული და მარეგულირებელი ცვლილებები ეხმარება ბიზნესს წარმატების მიღწევაში.
საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ეკონომიკის სექტორში. ჩვენი დაკვირვებით, მრავალი მცირე ბიზნესი დიდი კომპანიების კუთვნილებაშია. არის მცირე ბიზნესების დანაკლისი რომლებიც მუშაობენ დამოუკიდებლად, გარდა სოფლის მეურნეობისა და გასტრონომიული სექტორებისა.
ეს ნაბიჯი საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტია Agile Precis Ventures-ისათვის. ძნელია არ შეგიყვარდეს საქართევლოს სტუმართმასპინძლობა, საკვები, ღვინო და მეგობრები რომლებსაც იძენ მომენტარულად. საქართველო არის ადგილი სადაც გინდა რომ აკეთო ბიზნესი, სადაც გინდა რომ იცხოვრო”, აცხადებს -აცხადებს Agile Precis Ventures-ის აღმასრულებელი დირექტორი შონ ჰამილტონი.