მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, პელეს შვილი ედსონ ჩოლბი ნასიმენტუ, რომელიც ასევე ედინიოს სახელითაა ცნობილი, ხელისუფლებას ჩაბარდა. გადაწყვეტილება ედინიომ მას შემდეგ მიიღო, რაც სან-პაულოს სასამართლომ მას პატიმრობის ვადა 33-დან 12 წლამდე შეუმცირა. პელეს ვაჟი პირველად ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ 2005 წელს ცნეს. მას შემდეგ ის თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდა. 2014 წელს ედინიო დამნაშავედ ცნეს და 33 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.