სირიის ქალაქ ალ-ბაბში მომხდარ აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული. პირველადი ვერსიით, ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. დაღუპულთა უმრავლესობა ამბოხებულთა დაჯგუფების მებრძოლები არიან, რომელსაც მხარს თურქეთი უჭერს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ისლამისტებისგან ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია 2 დღის წინ დასრულდა.