2019 წლისთვის თურქეთის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზრდება და 226,535 მლნ მგზავრს მიაღწევს. აღნიშნული მაჩვენებელი DHMI-ის მიერ ჩატარებულ სამოქალაქო ავიაციის სფეროს კვლევაშია აღნიშნული.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს თურქეთში ავიამგზავრებმა (ტრანზიტული მგზავრების ჩათვლით) 173,959 მლნ შეადგინა. არსებული გათვლებით კი თურქეთის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2017 წელს 8,4%-ით გაიზრდება და 188,603 მლნ მგზავრს მიაღწევს.
2018 წლის პროგნოზი კი 205 მლნ 179 ათას 987 მგზავრია.